ჟიურის წევრების შერჩევა საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალისთვის ჯიფონი-საქართველო 2015
მაისი 13, 2015

 საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ 2015 წლის 16-19 ოქტომბერს (4 სრული დღე), თბილისში ჩატარდება საერთაშორისო კინოფესტივალი Giffoni Georgia 2015, რომელშიც 8 ქვეყნის 500 მოზარდი მიიღებს მონაწილეობას. კინოფესტივალის პროგრამა გარდა კინოჩვენებებისა ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ვორკშოფებსა და დამატებით აქტივობებს.

 მოზარდები ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ჟიურის წევრები, ისინი განაწილდებიან ასაკის შესაბამისად +13 და +16 კატეგორიებში.
 
 დარეგისტირება შეუძლიათ მოზარდებს რომლებიც შეესაბამებიან +13 ან +16 ასაკობრივ კატეგორიას: +13 ასაკობრივი კატეგორია: მოზარდები, დაბადებულები 1999 წლის 25 ოქტომბრიდან – 2002 წლის 15 ოქტომბრამდე; +16 ასაკობრივი კატეგორია: მოზარდები, დაბადებულები 1997 წლის 25 ოქტომბრიდან – 1999 წლის 15 ოქტომბრამდე;

მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე  www.gnfc.ge  ან შემდეგ მისამართზე:
 
https://docs.google.com/forms/d/1V3t3oD9K_nWvPdAxfU0KrF4E0gQRGkwK44sjBeEl59c/viewform?usp=send_form

 რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 31 ივლისი. 2015 წლის  აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდება შერჩეული ჟიურის წევრი მოზარდების სიები.