ჟურნალ „კინ-O”-ს მეორე ნომრისა და ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგის პრეზენტაცია
ივლისი 2, 2021
1 ივლისს ეროვნულმა კინოცენტრმა გამართა ჟურნალ „კინ-O”-ს მეორე ნომრისა და ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგის პრეზენტაცია.
პირველი ნომრის მსგავსად, ჟურნალ კინ-O-ს მეორე ნომერის რედაქტორები არიან კინომცოდნეები თეო ხატიაშვილი და გიორგი რაზმაძე. ნომერში აქტიურად არის განხილული საავტორო პოლიტიკის საკითხები და მათ შესახებ არსებული დისკუსიები. მკითხველი ასევე გაეცნობა ალექსანდრ ასტრიუკისა და ფრანსუა ტრიუფოს ქრესტომათიული წერილების თარგმანებსა და განსხვავებული ავტორების ინტერვიუებს.
კინოჟურნალის გარდა, ღონისძიებაზე მოხდა ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგის პრეზენტაცია, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი 2005 წლიდან გამოსცემს. კატალოგში შესულია ინფორმაცია წარმოებაში მყოფი და უკვე დასრულებული ქართული მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმებისა და წლების მანძილზე აღდგენილი კინომემკვიდრეობის შესახებ. ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგი ორენოვანია – ქართულ და ინგლისურ ენებზე.