რეზო ესაძე – 85
თებერვალი 22, 2019

“თუკი დღეს აქ ხართ, ესეიგი შევძელი და თავი დაგამახსოვრეთ!” – სწორედ ასე მიმართა რეზო ესაძემ მის იუბილეზე შეკრებილ საზოგადოებას.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა, კინოთეატრ რუსთაველის წინ კი მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიება ხელოვანის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიებას მთავრობის და კინოსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

რეზო ესაძეს გადაღებული აქვს 11 ფილმი, შესრულებული აქვს 10 მთავარი და არაერთი ეპიზოდური როლი. ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდა თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ–ავივი. მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში.

რეზო ესაძე დღემდე აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას. მისი რეჟისორობით ამ ეტაპზე ბოლო ფილმი “თვე, როგორც ერთი დღე” ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა.