რეჟისორი რატი ონელი ახალ დოკუმენტურ ფილმზე „მზის ქალაქი“ მუშაობს.
ივნისი 9, 2015
ფილმი ნახევრადმიტოვებული სამთო ქალაქის – ჭიათურის და მისი რამდენიმე მაცხოვრებლის ამბავს მოგვითხრობს. „მზის ქალაქი” ასახავს ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას, მათ ოცნებებსა და ბედს ერთ დროს გრანდიოზული საბჭოთა არქიტექტურის და ტექნოლოგიური მიღწევების აჩრდილების ფონზე. თითოეულ გმირს გააჩნია თავისებური ხედვა ქალაქის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.
ფილმის გადაღებები ჭიათურაში მიმდინარეობს, მთავარი გმირები კი თავად ქალაქი და მისი მაცხოვრებლები არიან. პროექტმა „მზის ქალაქი” ეროვნული კინოცენტრის მოკლემეტრაჟიანი და სტულმეტრაჟიანი დოკუმენტრური ფილმების წარმოების კონკურსში წელს გაიმარჯვა. გადაღებები მალე დასრულდება, ფილმს კი მაყურებელი 2016 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში იხილავს.