რუსუდან გლურჯიძე ფილმით „სხვისი სახლი“ პრემია ნიკას მფლობელი გახდა
მარტი 29, 2017
28 მარტს, მოსკოვში ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიის „ნიკას” დაჯილდოების
საზეიმო ცერემონიაზე ცნობილი გახდა, რომ გამარჯვებული ნომინაციაში – დსთ-ს და ბალტიისპირეთის
ქვეყნების საუკეთესო ფილმი რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი” გახდა. ფილმი სხვადასხვა ქვეყნის კოპროდუქციაა და საქართველოსთან ერთად წილი რუსულ მხარეს ეკუთვნის.
პრემია ნიკას დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მოსკოვში 30-ე წელია იმართება.
საუკეთესო ფილმად წელს რუსმა კინემატოგრაფისტებმა
ანდრეი კონჩალოვსკის ფილმი „სამოთხე” აღიარეს. ამ ნომინაციისთვის 6 ფილმი იბრძოდა.
კონჩალოვსკივე გახდა წლის საუკეთესო რეჟისორი.
დეტალებისთვის შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე.