რუსუდან ჭყონიას პროექტმა კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე პოსტპროდუქციის ჯილდო მოიპოვა
ნოემბერი 6, 2015
კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე რუსუდან ჭყონიას პროექტმა “ვენეცია” მიიღო პოსტპროდუქციის ჯილდო 25 000 ევროს იდენობით.
ფესტივალის სხვადასხვა პროგრამაში ასევე წარდგენილია ქართული ფილმები. 
ტატო კოტეტიშვილის „ოგასავარა” კოტბუსის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში მონაწილეობს, მოჰსენ მახმალბაფის „პრეზიდენტი” კი სექციაში – Specials .