სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2015 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსი
სექტემბერი 26, 2014

2014 წლის 26 სექტემბერს ცხადდება კონკურსი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2015 წლის წარმოების დაფინანსების მიზნით.

 

 

პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა:  2014 წლის 10 ნოემბერი, 17:00 სთ.

2014 წლის 3 ნოემბრამდე კინოცენტრი შეამოწმებს შემოტანილ დოკუმენტაციას და იმ პროდიუსერებს, რომელთა პროექტები არ დააკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს უფლებას აძლევს გამოასწორონ ხარვეზი და 2014 წლის 10 ნოემბრამდე შემოიტანონ შესწორებული პროექტები.

იმ პროდიუსერებს, რომლებიც პროექტს პირველად შემოიტანენ 2014 წლის 3 ნოემბერის შემდეგ, არ მიეცემათ ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. შესაბამისად შესაძლოა ასეთი პროექტის განხილვა არ მოხდეს არსებული ხარვეზის გამო.

სცენარი სავალდებულოა წარმოადგინოთ პროფესიულად დაფორმატებული სცენარის ფორმით.

გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა.
კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.
მისამართზე: ზ. გამსახურდიას სანაპირო # 4 – ში, ტელ: 299 92 00; 299 91 02