2015 წლის 17 იანვრიდან ცხადდება განაცხადების მიღება საერთაშორისო კინოფესტივალების დაფინანსებაზე
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანი აქართული კინემატოგრაფიის განვითარებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა და კოორდინაცია.
ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის კანონის მე-6 მუხლის, მე-2 პუნქტის, (ე) ქვეპუნქტის თანახმად კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებები მიმართულია საერთაშორისო კინოფესტივალებისა და სხვაკულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად.
დაფინანსებაზე უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომელის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება შემდეგიპრიორიტეტულიმიმართულებები:
·საერთაშორისო კინოფესტივალების ფარგლებში ინდუსტრიული შეხვედრების, მასტერკლასებისა და ვორქშოფების ორგანიზება.
·ქართველი და უცხოელი პროდიუსერების შეხვედრების ორგანიზება.
·საერთაშორისო ფონდებისა და პროგრამებისწარმომადგენლებისმოწვევა.
·ახალგაზრდა და დამწყები კინემატოგრაფისტების ფესტივალზე მონაწილეობის უზრუნველყოფა.
·ძირითად კონკურსში მონაწილე ფილმების ავტორების მოწვევა.
·ქართული ფილმების პროგრამის ან ქართველი რეჟისორის რეტროსპექტივის მოწყობა.
·ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას უნდა იღებდეს მინიმუმ 5 ქვეყანა.
·ფესტივალზე მონაწილე და მოწვეული უცხოელი სტუმრების რაოდენობა არ უნდა იყოს 15-ზე ნაკლები.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს ფესტივალის ორგანიზატორებთან შეხვედრა ან დამატებით საბუთების წარმოდგენა.
პროექტის განაცხადში მითითებული უნდა იყოს ფესტივალის წინა წლის საერთო ბიუჯეტი, 2015 წლის ფესტივალის მთლიანი ბიუჟეტი და მოწვეული სტუმრების სავარაუდო სია.
განაცხადების (თანდართული) მიღების საბოლოო ვადაა 2015 წლის 7 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისა და პროექტის დაფინანსების განაცხადის ფორმის შევსებაზე კონსულტაციებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროექტების დაფინანსების მენეჯერს.
პროექტის დასარეგისტრირებლად შევსებული განცხადის ფორმა და ყველა მოთხოვნილი საბუთი შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ქვემოთ მითითებულელ-მისამართზე.
ეროვნული კინოცენტრი არაუგვიანეს 20 თებერვლისა განიხილავს შემოსულ პროექტებს და გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ჩვენსვებ-გვერდზე, ასევე წერილობით ეცნობება პროექტების ავტორებს.
განაცხადის ფორმა
პროექტების დაფინანსების მენეჯერი – მანანასურაძე
ტელ: 2 999 200
მობ: 577 553702; +995599 553702
m.suradze@gnfc.ge