სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი კინოფესტივალ Cinéma du Réel-ის მთავარ კონკურსში
თებერვალი 10, 2021
სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი “მოთვინიერება” ნაჩვენები იქნება საერთაშორისო კინოფესტივალ Cinéma du Réel-ის მთავარ კონკურსში.
“მოთვინიერება” შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მოგვიანებით კი ფილმი შეირჩა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სექციაში “ფორუმი”.
კინოფესტივალ Cinéma du Réel-ის მთავარ კონკურსში წელს სულ 21 ფილმი იქნება წარმოდგენილი – 11 სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი.
Cinéma du Réel დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც საფრანგეთში 1978 წლიდან იმართება. იგი ყოველწლიურად მაყურებელს სთავაზობს 200 დოკუმენტურ ფილმს. ფესტივალის 2021 წლის გამოშვება 12-21 მარტს გაიმართება.