სამი ქართული პროექტი ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე
ივლისი 10, 2015

10 -18 ივლისს, უკრაინის ქალაქ ოდესაში გაიმართება ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა პანელ დისკუსია რეგიონალური კინოინდუსტრიის შესახებ. 15 ივლისს დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს ეროვნული კინოცენტრის ექსპორტისა და დისტრიბუციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ვაშაძე. 16 ივლისს კი ფესტივალზე 3 ქართული პროექტის ჩვენება (Work in Progress) მოხდება. ეს პროექტებია : ნინო ბასილიას “ანნა”, ვანო ბურდულის “გაყინული შადრევნების წელიწადი” და რუსუდან პირველის “ძილის გაკვეთილები”