საქართველოდან 2014 წლის ოსკარის ნომინაციაზე წარსადგენი ფილმი
სექტემბერი 5, 2014

ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის წარსადგენი ფილმი
საქართველოდან სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ამერიკულ კინოაკადემიას ქართული მხარე წარუდგენს ფილმს “სიმინდის კუნძული”  (რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი)
. საქართველოდან
ოსკარზე – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად 4 ქართული ფილმი მონაწილეობდა:

·პატარძლები- (რეჯისორი: თინათინ ყაჯრიშვილი)

·შემთხვევითი პაემნები – (რჟისორი: ლევან კოღუაშვილი)

·სიმინდის კუნძული – (რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი)

·ზღვარი – (რეჟისორი: მარიამ ქაცარავა)

კვალიფიციური ფილმების ჩვენება კომისიის წევრებისათვის 2-5 სექტემბერს გაიმართა.

ამერიკულ კინოაკადემიაში გასაგზავნი ფილმი სპეციალური კომისიის წევრებმა კენჭისყრის შედეგად გამოავლინეს. კომისიის წევრები იყვნენ:

მერაბ კოკოჩაშვილი, კოტე ჯანდიერი, ლანა ღოღობერიძე, მიხეილ კობახიძე

ვლადიმერ კაჭარავა, ნინო მხეიძე, ნანა ჯანელიძე, ნანა ექვთიმიშვილი , რუსუდან ჭყონია

კახა კანდელაკი, ნატო მურვანიძე.

ამერიკული კინოაკადემია სხვადასხვა ქვეყნიდან
ნომინაციისთვის წარდგენილ ფილმებს შეაჯამებს და 1 ოქტომბრის შემდეგ შერჩეულ ფილმებს შემოგვთავაზებს. ოსკარის
ნომინანტი უცხოენოვანი 5 ფილმი კი 2015 წლის 15 იანვარს დასახელდება. ოსკარის დაჯილდოების საზეიმო
ცერემონია კი 2015 წლის 22 თებერვალს გაიმართება.

ამერიკის კინოაკადემიამ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს მიმართა თხოვნით, შეირჩეს ფილმი საქართველოდან2014 წლის ოსკარის ნომინაციაზე
წარსადგენად – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

 

ეროვნულმა კინოცენტრმა გამოაცხად კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების მიღება.

განხილულ იქნა ფილმები, რომლებიც აკმყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

2013წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 30 სექტემბრამდე 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იდგა/დადგება კინოთეატრში;

აღნიშნულ ფილმს უნდა გააჩნდეს ინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი);

ფილმს მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული მინიმუმ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში.

ფილმი, მის სათეატრო პრემიერამდე, არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით;

ფილმის შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები და/ან რეზიდენტები;

 

განაცხადში ფილმის მწარმოებელმა უნდა დაადასტუროს, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და მას აქვს უფლება და სურვილი წარმოადგინოს ფილმი განსახილველად.

განაცხადს მწარმოებელმა უნდა დაურთოს ფილმის ასლი DVD/BluRay ან DCP-ზე, ინგლისურენოვანი სუბტიტრების თანხლებით. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრინდება ფილმების განხილვის შემდეგ. DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში.

წარმოდგენილი ფილმის ვარიანტი უნდა შეესაბამებოდეს ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად, კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს.

განაცხადს უნდა ერთვოდეს ფილმზე მომუშავე პირების სია (Credit List) იგლისურ ენაზე, კინოცენტრის/კინოაკადემიის შემოთავაზებულ ფორმატში.