31 ივლისს, 15:00 საათზე, ეროვნული არქივის კინოდარბაზში (მის: პეკინის #40) გამოვლინდება საქართველოს კანდიდატი ფილმი ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 5 ქართული ფილმია წარმოდგენილი:
- ნინო ჟვანიას “აღლუმი”
- მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება”
- დიმიტრი ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”
- გიგიშა აბაშიძის “მეზობლები”
- დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”
გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე ფილმების ნახვის შემდეგ მიიღებს. კომისიის წევრები არიან:
- გაგა ჩხეიძე – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი
- ნინო ანჯაფარიძე – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
- ნანა დოლიძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
- გიორგი ხარებავა – კინოსტუდია “ქართული ფილმი”
- სულხან თურმანიძე – პროდიუსერი
- ზურაბ ინაშვილი – რეჟისორი
- ანკა კალატოზიშვილი – დამდგმელი მხატვარი
- სალომე კიკალეიშვილი – კინოკრიტიკოსი
- გიორგი მასხარაშვილი – რეჟისორი
- არჩილ შუბაშვილი – კინოკრიტიკოსი
- თემურ ჩხეიძე – რეჟისორი
- ნატა მურვანიძე – მსახიობი
გამარჯვებული ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ოსკარის კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.
ჟურნალისტთა საყურადღებოდ!
ფილმების ჩვენებები მედიისთვის დახურულია. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გვეწვიოთ ღონისძიების გასაშუქებლად ეროვნული არქივის კინოდარბაზში 31 ივლისს 14:45 საათზე.