საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე დიმიტრი ცინცაძის “შინდისი” გახდა
ივლისი 31, 2019

31 ივლისს, სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი დიმიტრი ცინცაძის “შინდისი” გახდა. კენჭისყრა ფარული იყო და “შინდისმა” ხმათა უმრავლესობა (10 ხმა 12-დან) მიიღო.

კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:

  1. გაგა ჩხეიძე – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი
  2. ნინო ანჯაფარიძე – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
  3. ნანა დოლიძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  4. გიორგი ხარებავა – კინოსტუდია “ქართული ფილმი”
  5. სულხან თურმანიძე – პროდიუსერი
  6. ზურაბ ინაშვილი – რეჟისორი
  7. ანკა კალატოზიშვილი – დამდგმელი მხატვარი
  8. სალომე კიკალეიშვილი – კინოკრიტიკოსი
  9. გიორგი მასხარაშვილი – რეჟისორი
  10. არჩილ შუბაშვილი – კინოკრიტიკოსი
  11. თემურ ჩხეიძე – რეჟისორი
  12. ნატა მურვანიძე – მსახიობი

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 5 ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი:

  1. ნინო ჟვანიას “აღლუმი”
  2. მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება”
  3. დიმიტრი ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”
  4. გიგიშა აბაშიძის “მეზობლები”
  5. დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”

გამარჯვებული ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ოსკარის კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.

“შინდისი” გვიყვება სოფელზე, რომელშიც ომმა გაიარა. ეს არის რეალურად მომხდარი ამბავი ჩვენი დროის კავკასიური ომიდან. ადგილობრივი გლეხების თავდადება და ჩასაფრებაში მომწყვდეული ჯარისკაცების ბრძოლა სიცოცხლისთვის.