საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს მასალების მიღებას 2021 – 2022 წლის ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგისთვის
სექტემბერი 6, 2021
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს მასალების მიღებას 2021 – 2022 წლის ქართული ფილმების ყოველწლიური კატალოგისთვის.
კატალოგში წარმოდგენილი იქნება:
- სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები
- მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები
- დოკუმენტური ფილმები
- ანიმაციური ფილმები
- ფილმები წარმოების პროცესში
კატალოგისთვის გამოსაგზავნი მასალების ნუსხა:
- ფილმის სათაური (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
- ქრონომეტრაჟი, ფორმატი, ჟანრი
- რეჟისორი
- სცენარის ავტორი
- ოპერატორი
- მსახიობები
- პროდიუსერი
- მწარმოებელი კომპანია: (კომპანიის სრული დასახელება, მისამართი, ინდექსი, ვებ-გვერდი, საკონტაქტო ტელეფონები, ელექტრონული ფოსტა).
- ფილმის მოკლე ანოტაცია – 60 სიტყვა მაქსიმუმ
- რეჟისორის ბიოგრაფია – 30 სიტყვა მაქსიმუმ
- რეჟისორის ფილმოგრაფია (ფილმები დალაგებული უნდა იყოს ბოლოდან პირველისაკენ. მაგ: „ფილმი” (2015), „ფილმი” (2013), “ფილმი” (2010) და ა.შ.), ხოლო თუ ფილმი წარმოების პროცესშია – „ფილმი” (წარმ.).
- რეჟისორის ფოტო
- კადრი ფილმიდან (მაღალი ხარისხით)
მასალები მიიღება 2021 წლის 15 ოქტომბრამდე, დაგვიანების შემთხვევაში ფილმი ვერ მოხვდება კატალოგში.
მასალები გადმოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: n.kanteladze@gnfc.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მენეჯერს:
ნათია კანთელაძე – ტელ: 2999 200, მობ: 551 471919