საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მოწოდება კინემატოგრაფისტებსა და კინოორგანიზაციებს!
მარტი 11, 2022
რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო, მსოფლიოში რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების და უკრაინის კინოაკადემიის მოწოდების გათვალისწინებით, ეროვნული კინოცენტრი მოუწოდებს საქართველოს კინოპროდიუსერებს, დისტრიბუტორებს, კინოფესტივალებსა და ექსჰიბიტორებს, თავი შეიკავონ:
- რუსეთთან ერთად კო-პროდუქციის შექმნისგან, თუ ასეთი კო-პროდუქცია ფინანსდება რუსეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ;
- საქართველოში იმ კინემატოგრაფისტების მოწვევისგან, რომლებიც მხარს უჭერენ ომს უკრაინის წინააღმდეგ და პუტინის ძალადობრივ რეჟიმს;
- იმ ფილმების ჩვენებისგან, რომლებიც რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის პროპაგანდას ეწევიან.
სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულმა კინოორგანიზაციებმა, კინოფესტივალებმა და კინოთეატრებმა უკვე თქვეს უარი რუსეთის სახელმწიფოსთან კინოს სფეროში თანამშრომლობაზე.
დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!