
საქართველო დრეზდენის კინოფესტივალის ფოკუსში
აპრილი 20, 2018
დრეზდენში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს, რომლის ფოკუს ქვეყანაც წელს საქართველოა.
ფესტივალის კინო პროგრამაშია თამთა გაბრიჩიძის „სოვდაგარი”, მარგო ზუბაშვილის “ანა / იძინებს მზე”, დეა კულუმბეგაშვილის „უხილავი სივრცეები”, ალექსანდრე კობერიძის “ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული”, დავით მესხის და სალომე მაჩაიძის „ურბანული კოლაფსი” და ზაზა რუსაძის „ნაკეცები და ბზარები”. საბავშვო პროგრამაში კი ნაჩვენები იქნება ანა ჩუბინიძის ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი” (სტუდია კვალი XXI).
ინდუსტრიული სექციაში პროდიუსერმა მარიამ კანდელაკმა (სტუდია კვალი XXI, კინოფესტივალი “ნიქოზი”) წაიკითხა მოხსენება ქართული ანიმაციის შესახებ. პროდიუსერმა ცოტნე კლანდაძემ (სტუდია კვალი XXI) წარმოადგინა პროექტი „მიტოვებული სოფელი”, ხოლო დამწყებმა ანიმატორმა ნიკა მჭედლიძემ (სტუდია “ნიქოზი”) ინდუსტრიის წარმომადგენლებს გააცნო თავისი პროექტი „ჩემია, არა, ჩემია”.
აღსანიშნავია, რომ ვიზეგრად ფორუმის ფარგლებში უკვე შედგა კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის – გიორგი ვარსიმაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „იყო ერთი კაცი” ჩვენება.
დრეზდენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი 22 აპრილს დაიხურება.