"საქართველო თავის კინოს იბრუნებს" – Le Monde
აგვისტო 8, 2016
გთავაზობთ ცნობილ ფრანგულ გამოცემაში Le Monde გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ქართულ კინოს მიეძღვნა.
“ქართული კინო გუშინ არ დაბადებულა. საქართველოს დედაქალაქი, სადაც დაიბადა სომეხი რეჟისორი სერგეი ფარაჯანოვი, და სადაც ჩვენ აპრილის დასაწყისში ჩავედით, რომ გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმის გადაღებას დავსწრებოდით, მე-19 საუკუნის დასასრულიდან მასპინძლობდა ამ ხანდაზმული კონტინენტის ერთ-ერთ პირველ ფესტივალს. 1930-დან 1950 წლებში სახელმწიფო კინოინდუსტრია კომუნისტური პროპაგანდის ფილმების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მწარმოებელი იყო – სტალინის რჩეული რეჟისორი, მიხეილ ჭიაურელი ქართველი იყო. 1950-იანი წლებიდან სამი ოქროს ათწლეული იწყება: თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე, ძმები შენგელაიები, მიხეილ კობახიძე, ოთარ იოსელიანი, სამოცამდე ფილმს იღებენ წელიწადში, რომლებიც მთელი მსოფლიოს ფესტივალებზე მოგზაურობენ და ჯილდოებს აგროვებენ.
ეს ძლიერი კინოინდუსტრია კომუნისტური ბლოკის დაცემას ვერ უძლებს. ფულის ნაკლებობა ყველგან იგრძნობა, კინორეჟისორები გარბიან. 2000 წელს საჯარო ხელისუფლება გადაწყვეტს თავიდან ჩაერთოს კინოინდუსტრიაში და ქმნის ევროპული მოდელის მიხედვით საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრს. წელიწადში 50-მდე პროექტი ფინანსდება, საიდანაც საშუალოდ ოთხი სრულმეტრაჟიანი ფილმი, გვიხსნის დავით ვაშაძე, რომელიც კინოექსპორტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. საქართველო, ძალიან ჩართული, მაგრამ ჯერ კიდევ კოპროდუქციებზე დამოკიდებული, ცდილობს მიიზიდოს კინოგადაღებები „რებეითის” სისტემით, რომელიც, მაგალითად, ეროვნულ თუ საერთაშორისო პროექტებს სთავაზობს 20-25%-იან ფასდაკლებას კინოგადაღებების ხარჯებზე საქართველოში.
2016 წლის ქართული კინო ჰგავს თბილისს, ორსახოვან ქალაქს, სადაც დუბაის მსგავსი შემინული შენობები გვერდს უმშვენებენ ისტორიულ ფასადებს.
მაშინ, როცა ადგილობრივი მცირე კინოწარმოება საერთაშორისო გამოძახილს პოულობს, შიდა კინოგაქირავება ხშირად უმნიშვნელოა. კინოდარბაზები იხურება. ქართველები, ერთი საუკუნის წინ თავდავიწყებულად შეყვარებულნი კინოზე, კინოთეატრებში აღარ დადიან, ან თუ მიდიან, მხოლოდ უცხოური კომერციული ფილმების სანახავად, წუხილით აღნიშნავს დავით ვაშაძე. ქართველებს თავიდან უნდა ვასწავლოთ იმის სიყვარული, რასაც მათი ქვეყანა ამდენი ხნის განმავლობაში და ასე შესანიშნავად ქმნის. 
2016 წლის ქართული კინო ჰგავს თბილისს, ან თბილისი თავის კინოს. ორსახოვანი ქალაქი, სადაც დუბაის მსგავსი შემინული შენობები გვერდს უმშვენებენ ზოგგან გემოვნებით რესტავრირებულ და სხვაგან კი ხვლიკებით დაძარღვული დაძველებული შენობების ისტორიულ ფასადებს. ყველგან მშენებლობებს დაინახავთ, ზოგიერთს მიტოვებულს – ფულის სიმცირის გამო ყველაფერი შუა გზაში შეჩერდა. ისტორიულ სახელმწიფო კინოსტუდიაში, საქართველოს კინოსტუდია, საღებავი თითქოს სულ ახლახანს შემშრალა. მთავარი კიბის უჯრედში უშველებელი აფიშა იწვევს სტუმარს ფილმის გადასაღებად საქართველოში ჩამოვიდეს და უპირატესობებს ჩამოთვლის. აქ აპრილში გავლით მოსული ჟურნალისტები არც ისე სასურველნი არიან, როგორც ჩანს, თუ იმ დროის ხანგრძლივობით ვიმსჯელებთ, სანამ ყავას ჩურჩულით შემოგვთავაზებდნენ.
მოლოდნში
დირექტორი მერაბ კოკოჩაშვილი, რომელიც იქ მუშაობდა ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს, თითოეულ სიტყვას წონის, დინჯ პასუხს იძლევა, რომელიც არავის აწყენინებს. ის ამბობს: სტუდია განახლებულია და სავსებით მუშა მდგომარეობაშია. ისღა დარჩენილა – და ესაა სწორედ პრობლემა – რომ რომელიმე რეჟისორმა სტუდიით ისარგებლოს.
ვიზიტი იწყება ცარიელი დარბაზით, რომელსაც მეორე ასეთივე ცარიელი დარბაზი  მოჰყვება. ხმისა და ვიზუალური ეფექტების ორი ლაბორატორია მასპინძლობს შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულ ახალგაზრდებს, რომლებიც უცხოური წარმოებისთვის აქ ქირაობენ ლაბორატორიას. უზარმაზარი ჩამწერი სტუდიები მიტოვებულს ჰგავს – ჩვენ კი ამის საწინააღმდეგოში გვარწმუნებენ. ბრჭყვიალა ფოტოქიმიური ლაბორატორია დიდი მინის კარებს უკანს თვლემს. რამდენიმე დიპლომატიური მანევრის მერე, მერაბ კოკოჩაშვილის ასისტენტი გვიღებს მეორე შენობას სადაც გადაღებების საწყობია. ნანგრევები, დალუქული კარები, უწესრიგოდ მიყრილი საკუჭნაო: ძველი საბჭოთა სტუდია მოლოდინში.
გარეთ,  ანგარებსა და წარღვნამდელ სახელოსნოებს შორის, ადამიანები დაჟინებით გვიყურებენ. ასისტენტი, რომელსაც ვეკიხებით, თუ ეს ზონა რატომ არ არის განახლებული, გვპასუხობს, გულწრფელად: „რისთვის, ჩვენ ხომ მას ვაქირავებთ?”
დაცარიელებული სტუდია
„სავსებით მუშა მდგომარეობაში”  მყოფ სტუდიას უჭირს პროექტების მიზიდვა. „გრძელი ნათელი დღეების”  (2013) რეჟისორების, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსისთვის, სტუდიაში გადარება წარმოუდგენელია. მათ, მიუხედავად ტექნიკური შეზღუდვებისა, ისურვეს ახალი ფილმი გადაეღოთ თბილისის ერთ-ერთ დაკავებულ ბინაში, „იმისათვის, რომ ფილმში რეალობა იგრძნობოდეს”. მათ თითქმის არც კი შეცვალეს ბინის მაცხოვრებლების მიერ დატოვებული კვალი.
სტუდიაში არაფერი იქნებოდა ნამდვილი. ცოტა დაჟინების შემდეგ, მათ ზოგიერთ გამონაკლისზე ვითანხმებთ: ლარს ფონ ტრიერის „დოგვილი” (2003), რომლის რეალობაც სწორედ მის ხელოვნურ დეკორაციაში იბადება. მათ თავშეკავებულობაში ანტი-ინსტიტუციონალური მტრული განწყობა სულაც არ უნდა დავინახოთ: ისინი მადლიერებით სარგებლობენ საქართველოს კინოცენტრის მათთვის ძვირფასი დახმარებით. შეიძლება მათი სტუდიის მიმართ უნდობლობა იმ დროის დანატოვარი იყოს, როდესაც სახელმწიფო ზეწოლით აწესებდა ხელოვნების ჩარჩოებს.
„გაღმა ნაპირისა” და „სიმინდის კუნძულის” რეჟისორი გიორგი ოვაშვილი პრაგმატულია, ის აცხადებს: „სტუდიას რომ შეეძლოს იმაზე მეტის მოცემა, ვიდრე მე შემიძლია მივცე ჩემს ფილმებს დამოუკიდებლად, სტუდიაში გადავიღებდი.” მაგრამ ახალი საღებავი მასზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენს. სტუდია „ქართული ფილმის” ფოტოქიმიური ლაბორატორია, მისი აზრით, არ მუშაობს: გაურკვეველი ტექნიკური პრობლემა აქვს, რომლის მოსაგვარებლად ვერა და ვერ მოიცალეს. გარდა ამისა, საკუთარი ფირის მინდობა, ამბობს ის, იგივეა რაც მთელი ფილმი ანდო მათ. ეს მოითხოვს აბსოლუტურ ნდობაზე დამყარებულ ურთიერთბებს, რაც სტუდიამ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ დაიმსახურა. 
აპრილის დასაწყისში რეჟისორი „ხიბულას”, საქართველოს თანამედროვე ისტორიის ცნობილი მოვლენის ადაპტაციას, თოვლში იღებს: საქართველოს პირველი პრეზიდენტის უკანასკნელ დღეებს, რომელიც აიძულეს გაქცეულიყო 1991 წელს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. მისი ნამდვილი ამბავი დღემდე უცნობია: მოკლეს თუ თავი მოიკლა.  უახლესი ისტორიის შეღავათები და თავბრუსხვევა: საქართველოს ჯერ კიდევ იმდენი უნიფორმა, იარაღი, სამხედრო სატვირთო შემორჩა საწყობებში, რომ საკმარისია მოგონებების სკივრში ჩაიხედო, რომ ფილმისთვის ჯარისკაცები უპრობლემოდ აღჭურვო.
« ჩემი ქვეყნისთვის »
გიორგი ოვაშვილი თავის ფილმებშიც ისეთივე სიტყვაძუნწია, როგორც ქალაქში. ორი სცენა, რომლის გადაღებასაც ვესწრებით და რომლებიც პრემიერ მინისტრს ეხება, თითქმის უსიტყვოა და არაჩვეულებრივად გამომსახველი. პირველ სცენაში, რომელსაც ძალიან ციცაბო ფერდობზე, არაკომფორტულ გარემოში იღებენ, ერთი მოხუცებული ეცემა, მას წამოაყენებენ, შეშინებული სვლა გრძელდება. მეორეში ის იცვამს მდინარის პირას, რაც ჯარის მხიარულებას გამოიწვევს. საპირისპირო მიმართულებით ჯარისკაცების გადასაღებად ოვაშვილი სთხოვს მსახიობს თავისი სცენის იმიტაცია გააკეთოს. ეს უკანასკნელი ასრულებს და ფართო მიმიკებს არ იშურებს; მსახიობებს ძალდატანება არ სჭირდებათ, რომ გაიცინონ, და მთელი ჯარიც იცინის მათთან ერთად. ამ ორ სცენას თითქმის არაფერი სჭირდება, მიუხედავად ამისა მოხუცის დაცემაში და მოულოდნელ სიცილში თითქოს მთელი ადამიანური და პოლიტიკური დრამა იკითხება. ოვაშვილი თავის კინოს პოლიტიკურად არ აფასებს. „მე ჩემს ფილმებს ჩემი ქვეყნისთვის ვქმნი, მაგრამ ისე რომ ჩემს პოზიციას მათში არ ვაფიქსირებ. ერი, რომელიც არ პასუხობს მტკივნეულ შეკითხვებს არის ერი, რომელიც არ ვითარდება. ეს საქართველოსაც ეხება. ჩემი ფილმი გამოიწვევს დისკუსიას, კამათს. მე ამის იმედი მაქვს.”
დავით ვაშაძის ანალიზით, რომელიც წუხილით აღნიშნავს, რომ მაყურებელი კინოდარბაზების გზას ვეღარ პოულობს, მოკლედ ამბობს: „ადამიანები წავლენ იმ ფილმის სანახავად, რომელიც მათ დააინტერესებთ. პრობლემა მაყურებელში არაა.” თუ მის საქმიანობაში პოლიტიკურ ჟესტს ვხედავთ, შესაძლოა ამჟამად მისი მიზანია თავისი ხალხი დარბაზებში დააბრუნოს. თითქოსდა მოკრძალებული ამბიციაა, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად ჩანს ასე.”
ნოემი ლუსიანი, 
Le Monde, 26.07.2016 à 09h53