საქართველო კოტბუსის კინოფესტივალის ფოკუსში
ოქტომბერი 24, 2018

კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი ქართული კინოს რეტროსპექტივას უმასპინძლებს. წელს კინოფესტივალის ფოკუსში საქართველო იქნება.

სექციაში Spotlight: Georgia შემდეგი ქართული ფილმები იქნება წარმოდგენილი:
  • გიორგი შენგელაიას “ალავერდობა”
  • თორნიკე გოგრიჭიანის “ანდრო”
  • მარიამ ხაჭვანის “დინოლა”
  • გიორგი ოვაშვილის “ზღვის დონიდან”
  • ლევან თუთბერიძის “მოირა”
  • ზაზა ხალვაშის “ნამე”
  • გიგიშა აბაშიძის “მეზობლები”
  • გიო მგელაძის “არა, მეგობარო”
  • ანა ურუშაძის “საშიში დედა”
  • გიგა ხაინდრავას “დაცვის პოლიციელი”
  • სანდრო სულაძის “თუთა”
  • ნანა ექვთიმიშვილის “დედა”
აღსანიშნავია, რომ კოტბუსის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი ქართველი რეჟისორი გიო მგელაძე იქნება. ფესტივალის სტუმრებისთვის კი ქართული წვეულება გაიმართება.
კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი 6-11 ნოემბერს ჩატარდება.
ფესტივალის სრულ პროგრამას გაეცანით მოცემულ ბმულზე.