საქართველო სტამბულში გამართულ ინდრუსტრიულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
აპრილი 14, 2015

ეროვნული კინოცენტრი 14-16 აპრილს სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ ინდუსტრიულ შეხვედრებში “Meetings on the Bridge”  (შეხვედრები ხიდზე), მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი ძირითადად თურქულ კინოზეა ორიენტირებული, წელს კი ინდუსტრიულ შეხვედრაში ფესტივალის ორგანიზატორებმა მეზობელი ქვეყნებიც ჩართეს. ეროვნული კინოცენტრის შესახებ პრეზენტაციას კინოცენტრის დირექტორის მოადგილე – გიორგი ხაბაშვილი გამართავს. ქართველი რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი და პროდიუსერი ლაშა ხალვაში კი საერთაშორისო კინოსექტორის წარმომადგენლებს ახალ პროექტს „მანჯი” წარუდგენენ.
პროგრამა „Meetings on the Bridge” ფესტივალის ფარგლებში უკვე მეათედ ეწყობა და მისი მიზანი რეჟისორების, პროდიუსერებისა და სცენარისტების ერთად შეკრებაა, რათა კინემატოგრაფისტებს ჰქონდეთ კოპროდუქციის შექმნისა და საკუთარი სამომავლო პროექტების საერთაშორისო მასშტაბით წარდგენის საშუალება.