საქართველო ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალზე
აპრილი 25, 2019
თეირანში ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარებს, სადაც ვაჟიკო ჩაჩხიანის ფილმის “ბამბის ნაყინი” ჩვენება გაიმართება. ფილმის აზიური პრემიერა სექციაში Eastern Vista შედგება.
სექციაში Restored Classics გაიხსენებენ ლეგენდარული ქართველი რეჟისორის – გიორგი დანელიას ფილმს “დავდივარ მოსკოვის ქუჩებში”, ხვალ კი ფესტივალზე ზაზა ხალვაშის ფილმს “ნამე” აჩვენებენ.
აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაშია რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, რომელიც სექციაში Eastern Vista წარმოდგენილ ფილმებს აფასებს.
ასევე, ფაჯრის საეთაშორისო კინფესტივალმა Creative Producing Workshop-ს უმასპინძლა, სადაც მასტერკლასი ეროვნული კინოცენტრის ყოფილმა დირექტორმა, პროდიუსერმა ზურაბ მაღალაშვილმა ჩაატარა.