"სიმინდის კუნძულის" მორიგი ჯილდო რაბათის საერთაშორისო კინოფესტივალზე
თებერვალი 8, 2016
“სიმინდის კუნძული” რაბათის საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯიდოვეს. გიორგი ოვაშვილის ფილმი კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას. ფილმს ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა.
დაჯილდოვების ცერემონიალს “სიმინდის კუნძულის” რეჟისორი გიორგი ოვაშვილი და ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი – მარიამ ბუთურიშვილი ესწრებოდნენ.
რაბათის საერთაშორისო კინოფესტივალი მაროკოში 1994 წლიდან იმართება.