2014 წლის 29 სექტემბერს ცხადდება კონკურსი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ერთობლივი წარმოების დაფინანსების მიზნით.
კონკურსში მონაწილე პროდიუსერი (თუ მისი პროექტი აკმაყოფილებს ამ კონკურსის პირობებს) ავტომატურად მონაწილეობს კოპროდუქციის სტატუსის მინიჭების პროცედურაში, რომელიც რეგულირდება „ევროპის კონვენციით კინემატოგრაფიულ კოპროდუქციაზე” (იხ. www.gnfc.ge) და ეხება:
1.კოპროდუქციას, რომელშიც ჩართულია სულ ცოტა ორი კოპროდიუსერი და წარმოადგენს კონვენციის ორსხვადასხვა მხარეს.
2.კოპროდუქციას, რომელშიც ჩართულია სამი და მეტი კოპროდიუსერი, რომლებიც წარმოადგენენ კონვენციის სხვადასხვა მხარეს და ერთი ან მეტი კოპროდიუსერი, რომელიც არ არის კოვენციის წევრი ქვეყნის წარმომადგენელიდა მათი მთლიანი წილი არ უნდა აღემატებოდეს პროდუქციის საერთო ღირებულების 30%-ს
უფლებამოსილი კონკურსანტი
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელსაც კონკურსში შემოსატან პროექტისათვის მოპოვებული აქვს ალტერნატიული დაფინანსების მინიმუმ 50% და ეს დასტურდება ხელშეკრულებ(ებ)ით ან სხვა დოკუმენტით.
თითოეული კოპროდიუსერის მინიმალური შენატანი ორმხრივი კოპროდუქციის შემთხვევაში არ უნდა იყოს ფილმის ღირებულების 20%-ზე ნაკლები და მაქსიმალური 80%-ზე მეტი, მრავალმხრივი კოპროდუქციის შემთხვევაში, მინიმალური შენატანი არ უნდა იყოს ფილმის ღირებულების 10%-ზე ნაკლები, ხოლო მაქსიმალური 70%-ზე მეტი.
მრავალმხრივი კოპროდუქციის შემთხვევაში იმ კოპროდიუსერთა მთლიანი წილი, რომლებიც არ არიან დაფუძნებული კონვენციის მხარეების მიერ, არ უნდა აღემატებოდეს ფილმის ღირებულების 30%-ს.
თითოეული კოპროდიუსერის წილი უნდა ითვალისწინებდეს ტექნიკურ და სამხატვრო მონაწილეობას. მხარეების საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, კოპროდიუსერების შემოქმედებითი, ტექნიკური და სამხატვრო, აგრეთვე სამსახიობო და აპარატურის წილი პროპორციული უნდა იყოს მათი ინვესტიციის.
ფილმის გადაღებაში ჩართული სამსახიობო და ტექნიკური პერსონალი უნდა იყოს კოპროდუქციის პარტნიორი ქვეყნების მოქალაქე და პოსტ-პროდუქციაც უნდა განხორციელდეს ამ ქვეყნებში.
ენა
კინემატოგრაფიული პროდუქციის საბოლოო ვარიანტი ან ფილმის ერთი ასლი უნდა შეიქმნას ქართულ ენაზე.
ვადები
პროექტები შემოტანილ უნდა იქნას 2014 წლის 21 ნოემბრამდე.
2014 წლის 12 ნოემბრამდე კინოცენტრი შეამოწმებს შემოტანილ დოკუმენტაციას და იმ პროდიუსერებს, რომელთა პროექტები არ დააკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს უფლებას აძლევს გამოასწორონ ხარვეზი და 2014 წლის 21 ნოემბრამდეშემოიტანონ შესწორებული პროექტები.
იმ პროდიუსერებს, რომლებიც პროექტს პირველად შემოიტანენ 2014 წლის 12 ნოემბრის შემდეგ, არ მიეცემათ ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. შესაბამისად, შესაძლოა ასეთი პროექტის განხილვა არ მოხდეს არსებული ხარვეზის გამო.
ყურადღება!
ეროვნული კინოცენტრი კონკურსიის მონაწილეებს მოგმართავთ თხოვნით, დაიცვათ ეთიკის ნორმები საექსპერტო კომისიის წევრებისა და კინოცენტრის თანამშრომლების მიმართ და პატივი სცეთ ჟიურის გადაწყვეტილებას.
მისამართი: ქ. თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო #4,
ტელეფონი: 2999 200; 2999 102.
მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)
m.meladze@gnfc.ge