სცენარის საწერი პროგრამის CeltX -ის 2 დღიან პრეზენტაცია
სექტემბერი 28, 2014
კინემატოგრაფისტების საყურადღებოდ!
 

 

ეროვნული კინოცენტრი სცენარის საწერი პროგრამის CeltX -ის უკეთ გასარკვევად აწყობს 2 დღიან პრეზენტაციას.

პროფესიულად დაფორმატებული სცენარის ქართული საწერი პროგრამა CeltX -ი ტექნიკურად შეესაბამება სცენარის წარდგენის ევროპულ სტანდარტებს
(გვერდის მინდვრები, ასოების ზომა, სტრიქონებს შორის მანძილები, ტექსტის განლაგება, გვერდის და ქრონომეტრაჟის შესაბამისობა).

სცენარი სავალდებულოა წარმოადგინოთ პროფესიულად დაფორმატებული სცენარის ფორმით.
CeltX-ის ქართული ვერსიის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს:

https://oc.ac.ge/enrol/index.php?id=38

ყველა დაინტერესებული პირი ბმულზე გადასვლისას იხილავს სცენარის ფორმატირების აღწერას მაგალითებით და ასევე შეძლებს სცენარების საწერი პროგრამის CeltX-ის ქართული ვერსიის ჩამოტვირთვას.

2 დღიან პრეზენტაციაზე დასასწრებად, გთხოვთ აირჩიოთ ქვემოთ მითითებული თარიღები:

7-8 ოქტომბერი 2014, 18:00 სთ;
15-16 ოქტომბერი 2014, 18:00 სთ;
23-24 ოქტომბერი 2014, 18:00 სთ.

ვისაც სურს დაესწროს პრეზენტაციას, მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და სასურველი თარიღი არაუგვიანეს  2 ოქტომბრისა

 
ელ. ფოსტაზე:

s.danelia@gnfc.ge
სალომე დანელია