27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით მადრიდში გაიმართება Platino Industria forum-ი. ღონისძიება ლათინო-ამერიკის კინოდაჯილდოების ცერემონია Platino Awards-ის პარალელურად მიმდინარეობს, სადაც ყოველწლიურად ათეულობით აღიარებული კინემატოგრაფისტი ჯილდოვდება სხვადასხვა ნომინაციაში.
ეროვნული კინოცენტრისა და ესპანური ორგანიზაცია „ეხედას” თანამშრომლობით, ფორუმზე გაემგზავრება შემდეგი 10 ქართველი პროდიუსერი:
- გიორგი ოვაშვილი
- ელენე მარგველაშვილი
- ნატო სიხარულიძე
- ნოშრე ჩხაიძე
- ლადო ჩიხრაძე
- ლიკა მეზვრიშვილი
- ნინო ჩიჩუა
- ნათია ნიკოლეიშვილი
- თიკო ნადირაშვილი
- თინა ბაბაკიშვილი
ფორუმის მონაწილეთა შერჩევა მოხდა აპლიკაციების მეშვეობით ესპანური მხარის მიერ.
ფორუმის ფარგლებში კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით გაუზიარონ ერთმანეთს პროექტები, წარმოადგინონ მათი საპროდიუსერო კომპანიები, დაესწრონ B2B შეხვედრებსა და დაამყარონ ახალი კონტაქტები. მადრიდის შემდეგ, ესპანელი და ქართველი პროდიუსერების თანამშრომლობა თბილისში გაგრძელდება.
ღონისძიება მადრიდსა და თბილისში ხორციელდება ევროკავშირის პროგრამა EU4Business: Connecting Companies-ის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება.