უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვების” ჩვენება საფრანგეთსა და იტალიაში გაიმართება
ნოემბერი 11, 2019

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის – უტა ბერიას სადებიუტო ნამუშევრის მსოფლიო პრემიერა არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. “უარყოფით რიცხვებს” საფრანგეთში 15 ნოემბერს ნახავენ.

მალევე, 20 ნოემბერს “უარყოფით რიცხვებს” აჩვენებენ იტალიაში რომის დამოუკიდებელი კინოს საერთაშორისო ფესტივალზე.

“უარყოფითი რიცხვები” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში განვითარებული მოვლენების შესახებ მოგვითხრობს, სადაც რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გამოჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირს, ნიკას, მოუწევს არჩევანი გააკეთოს მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის.

პირველად ქართველმა მაყურებელმა “უარყოფითი რიცხვები” ბაკურიანში, ქართული კინოს ფორუმის ფარგლებში ნახა. ფილმის ეროვნული პრემიერა კი წელს, თბილისის საერთაშრისო კინოფესტივალზე შედგება.