
ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალზე 6 ქართული ფილმი აჩვენეს
აპრილი 30, 2018
19-27 აპრილს თეირანი ტრადიციულად მასპინძლობდა ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალს, სადაც ქართულ კინოს სპეციალური რეტროსპექტივა მიეძღვნა.
ფესტივალზე აჩვენეს შემდეგი ქართული ფილმები
- გიორგი ოვაშვილის “ხიბულა”
- გიორგი ბარაბაძის “ლუკა”
- რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი”
- ანა ურუშაძის “საშიში დედა”
- მარიამ ხაჭვანის “დედე”
ამასგარდა, გიორგი ოვაშვილის “ხიბულა” და ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციური ფილმი “ლილე” კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში Eastern Vista იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ფაჯრის კინოფესტივალის ერთ-ერთი სექციის ჟიურის წევრი იყო ქართველი მსახიობი სალომე დემურია. მან და რეჟისორმა ირაკლი ბაღათურიამ პანელ დისკუსიაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ქართული კინოს ბოლოდროინდელ წარმატებებს ეძღვნებოდა.