21 ოქტომბერს, ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის საზეიმო ცერემონიაზე ცნობილი გახდა, რომ ფილმი “შინდისი” ვარშავის კინოფესტივალის გამარჯვებული და გრან პრის მფლობელი გახდა. ფილმმა ასევე დაიმსახურა საუკეთესო რეჟისორის ჯილდო, რომელიც “შინდისის” რეჟისორ დიმიტრი ცინცაძეს გადასცეს.
“შინდისი” საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარზე. იგი გვიყვება სოფელზე, რომელშიც ომმა გაიარა. ეს არის რეალურად მომხდარი ამბავი ჩვენი დროის კავკასიური ომიდან. ადგილობრივი გლეხების თავდადება და ჩასაფრებაში მომწყვდეული ჯარისკაცების ბრძოლა სიცოცხლისთვის.
მთავარ როლებს ფილმში გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე და თამუნა აბშილავა ასრულებენ.
“შინდისი” საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარზე, რომელიც ამჟამად ლოს ანჯელესში ოსკარისა და ოქროს გლუბუსის კამპანიაშია ჩართული და ამერიკის კინოაკადემიის ნომინაციისთვის იბრძვის.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ვარშავის კინოფესტივალზე შედგა, ქართველ მაყურებელს კი შეუძლია “შინდისი” საქართველოს კინოთეატრებში ნახოს.
ინფორმაცია ფილმის შესახებ:
- გარმოშვების წელი: 2019
- ქრონომეტრაჟი: 104
- მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
- ჟანრი: ისტორიული დრამა
- რეჟისორი: დიმიტრი ცინცაძე
- სცენარის ავტორი: ირაკლი სოლომანაშვილი
- პროდიუსერი: ედმონდ მინაშვილი, ვლადიმერ კაჭარავა, მინდია ესაძე. იდეისა და პროექტის ავტორი ედმონდ მინაშვილი;
- საპრიოდუსერო კომპანია: “თავისუფალი კინოსტუდია – FMS”, 20 steps ;
- ოპერატორი: მინდია ესაძე
- მსახიობები: გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე, თამუნა აბშილავა, მარიამ ჯიბლაძე;
- მსოფლიო პრემიერა : ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალი;