
ქართველი კინემატოგრაფისტები კიევის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე Docudays UA
მარტი 27, 2018
უკრაინაში, ქალაქ კიევში მიმდინარეობს დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Docudays UA. საკონკურსო პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იყო ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმი “გამჭვირვალე სამყარო”, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ამავე ფესტივალზე შვედური ორგანიზაცია B2B Doc აწყობს პიჩინგ ფორუმს Producers meet producers, რომელიც ითვალისწინებს სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პროდიუსერების დაახლოებას აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის პროდიუსერებთან.
ფორუმზე შედგა ორი ქართული დოკუმენტური ფილმის პროექტის წარდგენა: გიორგი ვარსიმაშვილის “ბოლო სპექტაკლი” და ქეთევან ნოზაძის “სტალნი დღეს”.