ქართველი რეჟისორისა და მისი უცხოელი კოლეგების მიერ გადაღებული ფილმის პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალზე გაიმართება
ივლისი 4, 2019
16 აგვისტოს ლოკარნოს საერთაშორისი კინოფესტივალზე გაიმართება ფილმის “Under the God” პრემიერა. ფილმი 15 ნოველისგან შედგება, რომელზეც 15 რეჟისორი შვეიცარიის მთებში მუშაობდა.
ერთ-ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ქართველ რეჟისორ გიორგი ვარსიმაშვილს ეკუთვნის. ფილმს “არჩევანი” ჰქვია და იგი გიორგი ცხვედიანის სცენარის მიხედვით არის შექმნილი. ფერების დიზაინზე იმუშავა ნიკო ტარიელაშვილმა.
რეჟისორების შერჩევა მოხდა ლოკარნოს კინოფესტივალის პატრონაჟითა და ტიჩინოს კინო კომისიის მხარდაჭერით. საბოლოო გადაწყვეტილება უნგრელმა რეჟისორმა ბელა ტარმა მიიღო, რომელიც პროექტის მენტორი იყო. გიორგი ვარსიმაშვილთან ერთად ფილმზე იმუშავეს რეჟისორებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მექსიკიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან და ფილიპინებიდან.