
ქართველმა კინემატოგრაფისტებმა GOLDEN APRICOT-ზე 2 ჯილდო მოიპოვეს
ივლისი 15, 2018
15 ივლისს ერევანში საერთაშორისო კინოფესტივალი GOLDEN APRICOT საზეიმოდ დაიხურა.
კინოფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალზე ცნობილი გახდა, რომ ქართველმა კინემატოგრაფისტებმა 2 ჯილდოს მოპოვება შეძლეს.
მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე” კინოკრიტიკოსთა ჟიურის ჯილდოს მფლობელი გახდა (FIPRESCI JURY PRIZE), ვახტანგ კუნცევ – გაბაშვილის დოკუმენტურმა ფილმმა “გამჭვირვალე სამყარო” კი ჟიურის სპეციალური აღნიშვნა (SPECIAL JURY MENTION) დაიმსახურა.
ფესტივალზე საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრა ცნობილი ამერიკელი რეჟისორი დარენ არონოფსკი, რომელსაც საპატიო ჯილდო Parajanov’s Thaler გადასცეს.
ასევე, კინოფესტივალზე ნაჩვენები იყო რუსუდან პირველის ფილმი “სუსა”. ქართველმა კინემატოგრაფისტებმა -სოფიო ჭინჭარაულმა, კონსტანტინე კალანდაძემ, ბესიკ სოლომონაშვილმა, ქეთევან ნოზაძემ და რუსუდან პირველმა კი C2C მარკეტზე საკუთარი პროექტები წარადგინეს.
GOLDEN APRICOT ერევანში 2004 წლიდან იმართება.