—
კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლის ხელოვნების მუზეუმი და Pacific Film Archive (BAM/PFA), ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან (MოMA) ერთად, აწყობენ ქართული ფილმების ფართომასშტაბიან რეტროსპექტივას სახელწოდებით “ქართული კინოს აღმოჩენა”. ზემომოყვანილი ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა აშშ-ში ქართული კინოს საუკუნოვნი ისტორიის წარმოჩენა, რაც მოიცავს 1907 – 2014 წლებში შექმნილ ფილმებს. ქართული ფილმები სხვადასხვა სტილშია შექმნილი და მათი თემატიკა მოიცავს სატირას საბჭოთა ბიუროკრატიულ სისტემაზე, ფილოსოფიურ ჭვრეტას, ჰუმანიზმის ტრადიციებს, ლირიკულ, პოეტურ ხედვას, რეგიონის თვალწარმტაც პეიზაჟებს და ა.შ. BAM/PFA და MოMA წარუძღვებიან პარალელურ პროგრამებს ამა წლის შემოდგომაზე. რეტროსპექტივის ორგანიზატორები არიან BAM/PFA-ს მთავარი კურატორი ფიმების დარგში სიუზენ ოქსტობი და MOMA-ს კინოგანყოფილების კურატორი იუტა იენსენი.
ქვემომყვანილი მიმოხილვა აღებულია სიუზან ოქსტობის ნაშრომიდან, რომელიც გამოქვეყნდა “ქართული კინოს აღმოჩენის” ბროშურაში და ეხება პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი ფილმების რეჟისორებსა და კინოჩვენებებს. პროგრამა მოიცავს სამ ძირითად პერიოდს: მუნჯი კინოს ეპოქის შესანიშნავ ფილმებს, ნარატიული ფილმების აყვავების ხანას – 1950-იან 1980-იან წლებს, ასევე თანამედროვე ქართული კინოს “ახალ ტალღას.”
BAM/PFA-ს რეტროსპექტივას მხარს უჭერს ენდი ვარჰოლის ფონდის ვიზუალური ხელოვნების საკურატორო სტიპენდიების პროგრამა, რომელმაც ფართომასშტაბიანი კვლევის საშუალება მოგვცა, ასევე ხელოვნების ეროვნული მხარდაჭერის ფონდი, რომელიც დაგვეხმარა BAM/PFA-ს მიერ სხვადასხვა ქალაქში მოწყობილი ჩვენებების პროგრამებისა და ბროშურების შექმნაში.
დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს და საქართველოს ეროვნულ არქივს; მოსკოვის “გოსფილმფონდს”; ბერლინის კინოსა და ვიდეო ხელოვნების ინსტიტუტ “არსენალს”; Eye Film Institute-ს, ამსტერდამი; ტულუზის სინემათეკას; საფრანგეთის სინემათეკას, პარიზი; ბრიტანეთის კინოინსტიტუტს, ლონდონი; ასევე პორდენონეს მუნჯი ფილმების კინოფესტივალს საკვლევი მასალისა და კინოფირების საარქივო ასლების მოპოვებაში გაწეული დახმარებისთვის.