25 იანვრიდან ეროვნული კინოცენტრი ახალ პროექტს იწყებს.
კვირაში ერთხელ, მაყურებელი ქართული კინოს სიახლეებს სხვადასხვა რუბრიკაში გაეცნობა.
#ფოკუსში განსხვავებული ისტორიებით მოხვდებიან ქართველი კინემატოგრაფისტები, საპროდიუსერო სტუდიები, გაშუქდება საერთაშორისო კინოფესტივალები და კინოცენტრის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ასევე, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს თუ რა ხდება თანამედროვე ქართული ფილმების გადასაღებ მოედნებზე და ასევე, როგორ იქმნებოდა წლების წინ ცნობილი, ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმები.
ახალი რუბრიკები კინოცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუქ გვერდებზე ყოველ პარასკევს დაიდება, რაც კინომოყვარულებს ქართული კინოს სიახლეებისა და ისტორიის უკეთ გაცნობის საშუალებას მისცემს.
ვიმედოვნებთ, კინოსექტორთან თანამშრომლობა ამ პროექტის ფარგლებში ნაყოფიერი იქნება.