სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “დასაწყისი” 4 ჯილდოს მფლობელი გახდა.
🏆 კინოფესტივალის მთავარი პრიზი – “ოქროს ნიჟარა” გადაეცა დეა კულუმბეგაშვილის ფილმს “დასაწყისი”!
და კიდევ სამი მთავარი ჯილდო:
🏆 დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);
🏆 ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);
🏆 დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);
ფილმი “დასაწყისი” რამდენიმე თვის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები კი მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე გადანაწილდნენ.
“დასაწყისი”-ს ჩრდილოეთ ამერიკული პრემიერა რამდენიმე დღის წინ შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ფილმს გადაეცა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის (FIPRESCI) ჯილდო.