ქართული კინოს წელი – ეროვნულმა კინოცენტრმა მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა
დეკემბერი 22, 2015
22 დეკემბერს, 14:00 საათზე სასტუმროში “რუმს თბილისი” ეროვნულმა კინოცენტრმა ქართული კინოს წელი შეაჯამა და მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას მთავრობა, კინოსექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ანგარიში ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა – ნანა ჯანელიძემ წარადგინა. მან ეროვნული კინოცენტრის მიერ 2015 წელს განხორციელებული პროექტების, ქართული კინოს საერთაშორისო წარმატებების და კინოცენტრის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.