ქართული პროექტი "მოქალაქე წმინდანი" Baltic Event-ზე მიიღებს მონაწილეობას
ოქტომბერი 25, 2016
Baltic Event-მა უკვე დააანონსა ის 17 პროექტი, რომლებიც ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ კოპროდუქციის მარკეტზე მიიღებენ მონაწილეობას.
შერჩეულ პროექტებს შორის არის თინათინ ყაჯრიშვილისა და ლაშა ხალვაშის პროექტი “მოქალაქე წმინდანი”. პროექტის ავტორები “მოქალაქე წმინდანის” განვითარებაზე ტალინში 21-24 ნოემბერს იმუშავებენ.
“მოქალაქე წმინდანი” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. მისით უკვე დაინტერესდნენ ისეთი საერთაშორისო პლატფორმები, როგორებიცაა EAVE producers workshop 2016 და La Fabrique des Cinema du Monde 2016.