ქართული ფილმების რეტროსპექტივა ბრუსელში
იანვარი 11, 2019
16-20 იანვარს, თანამედროვე ხელოვნების ცნობილი ცენტრი ბრიუსელში BOZAR ქართულ ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.
ღონისძიება Bridges. East of West Film Days ფარგლებში გაიმართება, სადაც ქართული კინო შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:
- 16 იანვარი – კოტე მიქაბერიძის “ჩემი ბებია” ;
- 19 იანვარი – სალომე ჯაშის “დაისის მიზიდულობა” ;
- 19 იანვარი – ელენე ნავერიანის “მე მზის სხივი ვარ დედამიწაზე” ;
- 20 იანვარი – ლანა ღოღობერიძის “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” ;
- 20 იანვარი – ზაზა ხალვაშის “ნამე”;
Bridges. East of West Film Days ფარგლებში სამომავლო პარტნიორობის მიზნით, ინდუსტრიული შეხვედრებიც გაიმართება, რომელსაც საქართველოს მხრიდან პროდიუსერები – ვლადიმერ კაჭარავა და ქეთი დანელია დაესწრებიან.
საქართველოს გარდა ღონისძიებაში მონაწილეობს სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა და უკრაინა.
ეროვნული კინოცენტრი ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორია.