კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად მიიჩნევა, წელს 2-7 ნოემერს გაიმართება.
კინოფესტივალის მთავარ კონკურსში წარმოდგენილია საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე , ლევან კოღუაშვილის “მეოთხე ბრაიტონი”.
„მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი საქართველოს, ბულგარეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის კოპროდუქციაა. “მეოთხე ბრაიტონის“ ერთ-ერთი თანაპროდიუსერია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო თანადამფინანსებელი საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.
აღსანიშნავია, რომ კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გაიმართება ლუკა ბერაძის ფილმის ევროპული პრემიერა სახელწოდებით “ბოდიში დაგვიანებისთვის”. ფილმი ფართო აუდიტორიამ პირველად ბაკურიანის კინოფორუმის ფარგლებში იხილა, სადაც დადებითი შეფასება დაიმსახურა.