თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი “ჰორიზონტი” ეგვიპტეში, Aswan International Women Film Festival-ზე 2 ჯილდოს მფლობელი გახდა. ფილმში საუკეთესოდ შესრულებული მამაკაცის როლისთვის Nadia Lotfy Award მსახიობ გიორგი ბოჭორიშვილს გადაეცა. “ჰორიზონტმა” ასევე მიიღო კრიტიკოსთა ჯილდო. აღსანიშნავია, რომ ამავე ფესტივალზე, მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნება” საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამარჯვებულად აღიარეს.
“ჰორიზონტი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. მას შემდეგ “ჰორიზონტი” არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილე გახდა, მათ შორის ფილმი აჩვენეს სარაევოს კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში.
ფილმში მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოყროშიძე ასრულებენ.