8-12 მაისს ქუთაისი მასპინძლობდა საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს. ღონისძება ჩატარდა ქუთაისის მერიისა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა 8 მაისს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეო გაბრიაძის ფილმით „ჰარი ჰარალე დედაო“.
ფესტივალის მსვლელობისას, აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა ეხილა მოკლემეტრაჟიანი ფილმები არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის როგორც ქართული თანამედროვე ნამუშევრები, ასევე კინოკლასიკა. კინოჩვენებები გაიმართა ქუთაისის კინოთეატრში „საქართველო“ რეგულაციების სრული დაცვით და მათზე დასწრება თავისუფალი იყო.
დაჯილდოვების ცერემონიაზე გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები.
ფესტივალის მთავარი (10-30 წთ) საერთშორისო საკონკურსო პროგრამა:
(ჟიურის წევრები: თავმჯდომარე – ლანა ღოღობერიძე, გელა ბაბლუანი, ალექსეი ბერკოვიჩი,
გიორგი შველიძე, ანა კალატოზიშვილი).
- „ოქროს დინოზავრის” პრიზი საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა „ო, დე!“, საფრანგეთი.
- „ოქროს დინოზავრის“ პრიზი საუკეთესო რეჟისურაში გადაეცა ირინე ჟორდანიას,
ფილმისთვის „მარქსის ქუჩა 12“, საქართველო. - განსაკუთრებული ვიზუალური გადაწყვეტისთვის პრიზი გადაეცა იტალიურ ფილმს
„ნავსაყუდელი“. - ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა თორნიკე ბზიავას ფილმი „თევზაობა“
ფესტივალის კინოკრიტიკოსთა დამოუკიდებელმა ჟიურიმ (გოგი გვახარია, ანუკა ლომიძე,
სალომე კიკალეიშვილი) გამოავლინა თავისი რჩეული ფილმი – „სამშობლო“, ბულგარეთი.
ფესტივალის სუპერ-მოკლე საერთაშორისო ფილმების (1-5 წთ) პროგრამა:
(ჟიურის წევრები: ლაშა ცქვიტინიძე, ქეთი ჩხეიძე, მარი გულბიანი)
- „ოქროს ნაკვალევის“ პრიზი საუკეთო მოკლე ფილმის კატეგორიაში გადაეცა ინდურ ფილმს
„კანკალი“.
გამომსახველობით თხრობაში შუქ-ჩრდილების განსაკუთრებული შეგრძნებისთვის კინოფესტივალის სტუმარმა და ჟიურის წევრმა, კინოგანათების ტექნიკის კომპანიის „დედოვაიგერტის“ წარმომადგენელმა ალექსეი ბერკოვიჩმა „დედო-ვაიგერტ ფილმის“ განათების აპარატურა გადასცა ჟიურის წევრს კინოოპერატორ გიორგი შველიძეს.
ფესტივალის განმავლობაში გაიმართა „სცენარის განვითარების ვორქშოფი“, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პარტნიორთა რჩეულები. (ვორქშოფის მენტორები: ლევან კიტია, ბესო ოდიშარია, გელა ბაბლუანი).
„თიბისი კონცეპტის“ დაწესებული ფულადი პრემია 1000 ლარი გადაეცა ორ გამარჯვებულს:
იზა თითბერიძეს პროექტით „ჩვენ და ისინი“ და ლევან შუბაშვილს პროექტით „თვის
ბოლოს“.
სტუდიები „სოუითგოუზ“ და „ნიუდოკფილმი“ ქუთაისის ფესტივალის ფარგლებში სცენარის
განვითარების ვორქშოფში მონაწილე 2 პროექტს პოსტ-პროდუქციის ეტაპზე უზრუნველყოფს
სამონტაჟო სტუდიითა და სტუდიური მომსახურებით. რჩეული პროექტები გახდნენ საბა ქარელი – „მეორე მხარე“ და ლევან ჭყონია – „ზღაპარი“