შანხაის კინოფესტივალის ჟიურის მთავარი ჯილდო დიტო ცინცაძის ფილმს გადაეცა
ივნისი 23, 2019

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენის – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოვების ცერემონია. ფესტივალის ჟიურის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა დიტო ცინცაძის ფილმი “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”. ამავე ფილმში შესრულებული ქალის საუკეთესო როლისთვის კი პრიზი მსახიობ სალომე დემურიას გადაეცა.

“ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი საქართველოს, შვედეთისა და რუსეთის კოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა შანხაიში 22 ივნისს შედგა.