ცვლილება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2015-2016 წელს დაფინანსების კონკურსში!
ოქტომბერი 27, 2015
ყურადღება!
ცვლილება სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების 2015-2016 წელს დაფინანსების კონკურსში!
2015 წლის  11 ივნისს  გამოცხადდა კონკურსი  სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ-უცხოური ერთობლივი  წარმოების 2015-2016 წელს დაფინანსების მიზნით, რომლის საკონკურსო  ფონდი   შეადგენდა  500 000 ლარს. ამ პერიოდისთვის გაიზარდა  საკონკურსო ფონდი და განისაზღვრა 900 000 ლარით.