ცნობილია კომისია, რომელიც ოსკარზე საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს
ოქტომბერი 5, 2020
ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია გამოავლენს. კომისიის შემადგენლობაში არიან:
- ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი
- ოთარ ბუბაშვილი
- გოგი გვახარია
- ლაშა ბაქრაძე
- ნანა დოლიძე
- რამაზ ხოტივარი
- ალეკო ცაბაძე
- გიორგი შველიძე
- სალომე დემურია
- ია შუღლიაშვილი
- მაკო ჭილაშვილი
- ანა ჭყონია
- მარიამ ხაჭვანი
- ვაკო კირკიტაძე
- ლაშა ცქვიტინიძე
ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო. წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.
ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:
- “დასაწყისი” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი
- “უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი უტა ბერია
- “ურსუსი” – რეჟისორი ოთარ შამათავა
კვალიფიციური ფილმების ნახვის შემდეგ, სპეციალური კომისია საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოვალენს ფარული კენჭისყრის საფუძველზე.