ცნობილი ბერძენი მწერალი და სცენარის ავტორი ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის სკაიპ სესიებს ატარებს
თებერვალი 4, 2016
ცნობილი ბერძენი მწერალი და სცენარის ავტორი ნიკოს პანაიოტოპულოსი ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის სკაიპ სესიებს ატარებს. 
სკაიპ სესიები ვორქშოპის პირველი ეტაპია, რომელსაც ეროვნული კინოცენტრი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის განვითარების კონკურსის გამარჯვებული პროექტების ავტორებისთვის აწყობს.
სკაიპ სესიები ეროვნულ კინოცენტრში 7 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. 
ნიკოს პანაიოტოპულოსი ვორქშოპის მონაწილეებს მის რეკომენდაციებს გააცნობს და მათთან სამომავლოდაც ითანამშრომლებს.