გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ცუდი ხალხი” ლოს ანჯელესში, Indie Short Fest-ის დაჯილდოვებაზე 2 ნომინაციაშია წარდგენილი: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი (პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა, კომპანია – 20 Steps Productions). დაჯილდოვების ცერემონია ოქტომბრის თვეში გაიმართება. სიმბოლურია, რომ Indie Short Fest იყო პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელმაც 2019 წელს “ცუდი ხალხი” თავისი პროგრამისთვის შეარჩია.
აღსანიშნავია, რომ “ცუდი ხალხის” ევროპული სატელევიზიო პრემიერა შედგება ივნისში ტელეარხზე Catalan TV, რომელიც ერთ-ერთი რეიტინგული ტელევიზიაა ესპანეთში.
ასევე, გიორგი თავართქილაძის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი “ერთი საათი” წარმოდგენილი იქნება დანიაში, Odense International Film Festival-ის მთავარ კონკურსში.