წაიკითხე ჟურნალი “კინ-O” ონლაინ
ნოემბერი 17, 2021

წაიკითხე ჟურნალი “კინ-O” ონლაინ

 

ეროვნული კინოცენტრის ჟურნალი “კინ-O” უკვე ხელმისაწვდომია კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. ჟურნალის მეორე ნომრის ელექტრონულ ვერსიას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

 

ამ ნომერში თქვენ დაგხვდებათ რეცენზიები ახალ ფილმებზე, მათ შორის კეკო ჭელიძის დოკუმენტურ ფილმზე “მკვდარი სულების არდადეგები” და დეა კულუმბეგაშვილის ფილმზე “დასაწყისი”, რომელმაც მსოფლიო კინორუკაზე თავისი ადგილი მოიპოვა და არაერთი მნიშვნელოვანი ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ამას გარდა, კიდევ ერთხელ გადაავლებთ თვალს კინოისტორიას და რუბრიკაში “თარგმანში დაკარგულები” გაეცნობით სხვადასხვა დროს დაწერილ კინოთეორიებს; ასევე წაიკითხავთ ნინო ძანძავას საინტერესო ინტერვიუს ახალგაზრდა რეჟისორთან ლაშა ცქვიტინიძესთან.

 

– “ვფიქრობ კინოს მეორე ნომერი, – წერს საავტორო სვეტში რედაქტორი, თეო ხატიაშვილი, – საინტერესო უნდა იყოს მკითხველისთვის, რომელმაც ერთგვარად “ფაზლის” პრინციპზე აწყობილ ჟურნალში თავადაც უნდა გააბას მთავარი თემიდან გადამკვეთ თემებთან კავშირები ანუ დაიბადოს მაყურებელი-მკითხველი”.

 

“კინ-O” საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ერთადერთი პროფესიული ჟურნალია ქართულ კინემატოგრაფზე, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოდის. მართალია, მისი მეორე ნომრის პრეზენტაცია რამდენიმე თვის წინ გაიმართა, თუმცა ფართო აუდიტორიას მისი გაცნობა ახლა, ონლაინ ფორმატით შეუძლია. ასევე როგორც ჟურნალის პირველი ნომრის, მეორე გამოცემის მთავარი რედაქტორებიც კინომცოდნეები თეო ხატიაშვილი და გიორგი რაზმაძე არიან.