“წერე ქართულ კინოზე” – კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია!
დეკემბერი 9, 2020

დასრულდა ეროვნული კინოცენტრის კონკურსი „წერე ქართულ კინოზე“, რომლის მიზანია კინომცოდნეობისა და კინოკრიტიკის განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსის დასკვნით ეტაპზე გადავიდა 11 კონურსანტი, საბოლოოდ კი მათ შორის შეირჩა 3 გამარჯვებული:

  1. პირველი ადგილი: აკაკი ჭაბაშვილი
  2. მეორე ადგილი: გიორგი მიქაბაძე
  3. მესამე ადგილი: ეთერ ფარჩუკიძე

გამარჯვებულებს გადაეცემათ შემდეგი ჯილდოები:

  • პირველი პრიზი – გამარჯვებული დაესწრება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალს. კინოცენტრი დააფინანსებს ფესტივალზე დასწრებას 5 დღის მანძილზე, მათ შორის აკრედიტაციას, მგზავრობას, დღიურ და სასტუმრო ხარჯებს. თუ ფესტივალი პანდემიის მიზეზით გადაინაცვლებს ონლაინ-სივრცეში, სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება ამ ფორმატში ფესტივალზე დასწრებისთვის საჭირო აკრედიტაციით და ჯილდოს სახით მიიღებს 3 000 ლარს.
  • მეორე პრიზი – პრიზის მფლობელი დაფინანსდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი წლის საფასურით ან სტიპენდიის სახით მიიღებს ამ თანხას (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).
  • მესამე პრიზი – პრიზის მფლობელი დაფინანსდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი სემესტრის საფასურით ან სტიპენდიის სახით მიიღებს ამ თანხას (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).

ეროვნული კინოცენტრი მადლობას უხდის ყველა კონკურსანტს კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის და ულოცავს გამარჯვებულებს!