„ხიდი: ციურიხი – თბილისი“
აგვისტო 13, 2021
1 ოქტომბერს ქალაქ ციურიხში გაიხსნება ქართული კულტურის ინტერდისციპლინარული ფესტივალი “ხიდი: ციურიხი-
თბილისი”. ფესტივალის ფარგლებში ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით “კინოპოდიუმში” (Kino Filmpodium) გაიმართება ქართველი ქალი რეჟისორების ფილმების რეტროსპექტივა.
პროგრამა:
- „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა” და “ატლანტი” (რეჟისორი ნანა ჯორჯაძე)
- “ოქროს ძაფი”, “ვალსი პეჩორაზე” და “რამოდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (რეჟისორი ლანა ღოღობერიძე)
- “გრძელი ნათელი დღეები” (რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი)
- “კრედიტის ლიმიტი” (რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი)
- “სხვისი სახლი” (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე)
- “დედე” (რეჟისორი მარიამ ხაჭვანი)
- “დასაწყისი” (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი)
- “ჰორიზონტი” (რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი)
- “საშიში დედა” (რეჟისორი ანა ურუშაძე)
ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება შვეიცარიელი პუბლიკის წინაშე. კინოს გარდა, პროგრამა მოიცავს ლიტერატურას, მუსიკას, არქიტექტურასა და ხელოვნებას.
“ხიდი: ციურიხი-თბილისი” მიზნად ისახავს ქართული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას, თანამშრომლობის ქსელის შექმნას და ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებას. ფესტივალის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ასოციაცია „ქართული კულტურის პლატფორმის” პრეზიდენტი ელენე ჩეჩელაშვილი.