ჯიფონის კინოფესტივალზე წელს 3 ქართველი მოზარდი გაემგზავრება
მაისი 14, 2019
წელს ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალი 49-ედ უმასპინძლებს მოზარდებს მთელი მსოფლიოდან. საქართველო კი ფესტივალზე მეშვიდედ იქნება წარმოდგენილი.
13 მაისს ეროვნულ კინოცენტრში უკვე ტრადიციად ქცეული კონკურსის მეორე ტური გაიმართა, რომლის საფუძველზეც ის ქართველი მოზარდები შეირჩნენ, რომლებიც ჯიფონიში გაემგზავრებიან. ფესტივალს დაესწრებიან:
- თამარ ტაბიძე (ბათუმი) +16
- თინათინ დოლიძე (ბათუმი) +13
- მარიამ გელაშვილი (გორი) +13
საბავშვო და ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი „ჯიფონი” იტალიაში 1971 წლიდან, ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საბავშვო კინოფესტივალია. ფესტივალს 50 ქვეყნის 3000-ზე მეტი მონაწილე სტუმრობს, რომლებიც პროექტში ჟიურის წევრების რანგში არიან ჩართულნი. საქართველო ჯიფონის კინოფესტივალის მსოფლიო ქსელის წევრი ქვეყანაა.