ჰოლივუდში გამართულ კინოფესტივალზე დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს
ნოემბერი 15, 2019

ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს ფილმისთვის „შინდისი“. კინოფესტივალზე ძირითადად ის ფილმებია წარმოდგენილი, რომლებიც ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციებისთვის იბრძვიან.

„შინდისი“ გვიყვება სოფელზე, რომელშიც ომმა გაიარა. ეს არის რეალურად მომხდარი ამბავი ჩვენი დროის კავკასიური ომიდან. ადგილობრივი გლეხების თავდადება და ჩასაფრებაში მომწყვდეული ჯარისკაცების ბრძოლა სიცოცხლისთვის. ფილმის მსოფლიო პრემიერა რამდნეიმე კვირის წინ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც „შინდისს“ ფესტივალის გრან პრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა.

ამჟამად „შინდისი“, როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმმი, ლოს ანჯელესში ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიაშია ჩართული.