1 ივნისს კინოს სახლის ლურჯ დარბაზში თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება
მაისი 30, 2019

1 ივნისს, 13:00 საათზე, კინოს სახლის ლურჯ დარბაზში თანამედროვე ქართული საბავშვო ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება. ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს კინოაკადემია ერთობლივად უწევენ ორგანიზებას.

წარმოდგენილი ფილმების უმეტესობა ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით არის შექმნილი და უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

ნაჩვენები იქნება შემდეგი ანიმაციური ფილმები:

1. „ჯიბის კაცი“ – რეჟისორი ანა ჩუბინიძე (7 წუთი)
2. „ჯინო“ – რეჟისორი დათო კიკნაველიძე (13 წუთი)
3. „ფრანი“ – რეჟისორი ლადო სულაქველიძე (15 წუთი)
4. „მეთევზე და გოგონა“ – რეჟისორი მამუკა ტყეშელაშვილი (15 წუთი)
5. „პომიდორი“ – რეჟისორი პეტრე თომაძე (10 წუთი)

ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია!